среда, 16 июля 2014 г.

ბროკოლი - კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ალტერნატივა

ბროკოლი - კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ალტერნატივა

ბროკოლი წარმოდგენს მნიშვნელოვან წყაროს კიბოს საწინააღმდეგო ალტერნატიული

თერაპიისათვის. ის მიეკუთვნება ჯვაროსანთა ოჯახს, რომლებშიც აღმოჩენილია მნიშვნელოვანი შენაერთი, რომელსაც შეუძლია თავიდან აგვაცილოს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება ბავშვებში (The New Zealand Herald). ამ ნივთიერებას ეწოდება სულფორაფანი და ის მოქმედებს მკვრივი კონსისტენციის სიმსივნეების წინააღმდეგ.

უფრო ადრე მეცნიერები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მოცემული ჯგუფის მცენარეები ამცირებენ გარკვეული ტიპის ონკლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამჯერად ბილორის სამედიცინო კოლეჯის თანამშრომლებმა დაადგინეს, სულფორაფანი კურნავს მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკოზს. აღნიშნული ტიპის სიმსივნე გავრცელებული იყო ბავშვებში, ამბობს იმუნოლოგიისა და პათოლოგიის პროფესორი დენიელ ლაკორაზა. ეს კიბო მკურნალობაზე რეაგირებს შემთხვევათა 80%-ში. რჩება 20%, რომლის სამკურნალოდაც შეიძლება გამოყენებული იქნას ალტერნატიული თერაპია, მაგალითად სულფორაფანი.


მეცნიერებმა მოახდინეს აღნიშნული შენაერთის იზოლირება ბოსტნეულიდან და მისი საშუალებით დაამუშავეს სიმსივნური უჯრედები, რომლებიც მიღებული იყო პაციენტებისაგან. ჩაატარეს საკონტროლო ექსპერიმენტი ჯანმრთელ უჯრედებზეც. შენაერთმა შეძლო გაენადგურებინა სიმსივნური უჯრედები, ხოლო ჯანმრთელ უჯრედებს კი არაფერი ავნო. ამ შენაერთის კიბოსაწინააღმდეგო მოქმედება ასევე იქნა დამტკიცებული მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგადაც.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий