ვარჯიში ხელს უწყობს საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკას

შესრულების, ჯანსაღი კვებისა და, სავარაუდოდ, ყავის მიღების დახმარებით. ამაზე მეტყველებს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მასალები.

მეცნიერები ლონდონის სამეფო კოლეჯიდან თვლიან, რომ ქალებს შეუძლიათ შეამცირონ ამ სასიკვდილო დაავადების განვითარების ალბათობა, თუკი ყოველდღიურად დაუთმობენ 30 წუთს ფიზიკური ვარჯიშის შესრულებას და არ მოიმატებენ წონაში.
იმ ფაქტორების რიცხვში, რომლებიც ამცირებენ საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს, ასევე შედის ყავის მიღებაც, თუმცა ექსპერტების განმარტებით, ამ მომენტისათვის არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ რეკომენდაცია გაუწიონ ყავას, როგორც ამ დაავადებისაგან თავდაცვის საშუალებას.
წყარო აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий