ცოცხალი ნიორი დაგვეხმარება ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში


ამ ცოტა ხნის წინ ჩინეთში პროვინცია ცზიანსუს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევის დროს ერთმანეთს შეადარეს ფილტვის კიბოთი დაავადებული 1424 პაციენტისა და 4500 ჯანმრთელი ადამიანის მონაცემები. ცალსახად იქნა დადასტურებული ცოცხალი ნივრის მიღებით გამოწვეული დადებითი ეფექტი, თუმცა მეცნიერები ვერაფერს ამბობენ იმის შესახებ,თუ როგორ მუშაობს თერმულად დამუშავებული ნიორი.
უფრო ადრე დამტკიცებული იქნა, რომ ნივრის მთავარი ინგრედიენტი, ალიცინი, გამოთავისუფლდება, როდესაც ვახდენთ ნივრის თავის გაჭყლეტას ან დაქუცმაცებას. ეს ნივთიერება თრგუნავს ანთებას და მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, ამცირებს რა თავისუფალი რადიკალების დაზიანების ხარისხს. ამიტომაც ნიორი ითვლება სუკეთესო საშუალებად გაცივების, ჰოსპიტალური სუპერბაქტერიებისა და თვით მალარიის წინააღმდეგაც კი. უკანასკნელი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ის შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც პრევენციული ბრძოლის მეთოდი ფილტვების კიბოს წინააღმდეგ.
წყარო აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий