суббота, 19 июля 2014 г.

სისხლის მარტივი ანალიზი აღმოაჩენს კიბოს

სისხლის მარტივი ანალიზი აღმოაჩენს კიბოს

მეცნიერებმა ისრაელის ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტიდან ჰოსპიტალ

”სოროკა”-ს სპეციალიტებთან ერთად გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნოს ათასობით ადამიანს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდიკის წყალობით, სისხლის მარტივი ანალიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, აქვს თუ არა ადამიანს ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნე და როგორი ტიპისაა ის.

პირველად ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანალიზი ეფექტურია შემთხვევათა 90%-ში. ექსპერიმენტში მონაწილეობდა კიბოს დიაგნოზის მქონე 200 ადამიანი და ასევე ათობით ჯანმრთელი მოხალისე. მას საფუძვლად დაედო კვლევები, რომლებმაც დაამტკიცა, რომ ორგანიზმში კიბოს არსებობა იწვევს ზოგიერთ ცვლილებებს, კერძოდ იწვევს სისხლში გარკვეული ნივთიერებების გამოყოფას. ამ ნივთიერებების გამოვლენა შეიძლება ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით.


ებრაელმა მეცნიერებმა იპოვეს საშუალება სისხლის ანალიზის გასაშიფრად, რომელიც აჩვენებს, წარმოადგენს თუ არა პაციენტი ავთვისებიანი სიმსივნის მატარებელს.


ბოლო ათწლეულის განმავლობაში ექიმებმა შეძლეს შეემუშავებინათ სხვადასხვა კვლევის მეთოდები, რომლებიც კიბოს აღმოჩენის საშუალებას იძლევა ძალიან ადრეულ სტადიაზე, მაგ. კოლონოსკოპია აღმოაჩენს ნაწლავის კიბოს, მამოგრაფია - ძუძუს კიბოს, კომპიუტერული ტომოგრაფია - ფილტვის კიბოს და სხვ. ამ მეთოდიკების გამოყენებამ შეამცირა კიბოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა, თუმცა მათი მეშვეობით ვერ ხერხდება კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა.


მეთოდიკა, რომელიც შემუშავებული იქნა ისრაელში, საშუალებას იძლევა სწორედ ასეთ, ზედმიწევნით ადრეულ სტადიაზე იქნას აღმოჩენილი კიბო და შესაბამისად, მისი მკურნალობაც წარმატებულად წარიმართოს. შემდგომ ეტაპზე ჩასატარებელი კვლევების დროს მეცნიერები ეცდებიან გამოარკვიონ, რამდენად სწორად შეიძლება ამ ანალიზის მიხედვით დადგინდეს, თუ სხეულის რომელ ადგილას მდებარეობს ავთვისებიანი სიმსივნე.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий