ნებისმიერი ჰორმონული თერაპია ხელს უწყობს კიბოს განვითარებას
მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ნებისმიერი ტიპის ჰორმონის დიდი
ხნით მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, იტყობინება USA Today.
ხნით მიღება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, იტყობინება USA Today.

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც წარმოებული იყო ბრიგამას ქალთა ჰოსპიტლის დოქტორის ვენდი ჩენის მიერ, თუკი აღნიშნული საშუალების მიღება წლების მანძილზე ხდება, ეს სახიფათოა ქალებისთვის კიბოს განვითარების მხრივ. ეს დასკვნა დადასტურებული იყო 60000 ადამიანზე წარმოებული დაკვირვებით.
სპეციალისტების გათვლებით, ნებისმიერი ჰორმონის მინიმუმ 10 წლის მანძილზე მიღება ზრდის კიბოს განვითარების რისკს. მეცნიერების რეკომენდაციით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ჰორმონების როგორც დოზირება, ისე მიღების ხანგრძლივობა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий