среда, 16 июля 2014 г.

კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები: პომიდორი, ზეთისხილი, ყურძენი, თევზი

კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი პროდუქტები: პომიდორი, ზეთისხილი, ყურძენი, თევზი

რძემჟავა პროდუქტების მოხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების საუკეთესო

პროფილაქტიკაა. ეს განსაკუთრებით ეხება გასტრიტს, დისბაქტერიოზს, ყაბზობას, კოლიტს. ამ პროდუქტებში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები იწვევენ იმ ნაწლავური მიკროფლორის დათრგუნვას, რომელიც ლპობას უწყობს ხელს. ამ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა კეფირში და იოგურტში აღმოაჩინეს ანტიკანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც იცავენ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს ონკოლოგიური დაავადებებისაგან.


შავ ყურძენს ან წითელ მშრალ ღვინოს (არაუმეტეს 1 ბოკალი დღეში) გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო აქტივობა. მეცნიერებმა კენტუკის უნივერსიტეტიდან (აშშ) აღმოაჩინეს, რომ მუქი ფერის ყურძნის კანი და წიპწები ეხმარებიან ორგანიზმს ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ექსპერიმენტის დროს ავადმყოფები იღებდნენ ყურძნის წიპწების ექსტრაქტს. აღმოჩნდა, რომ ექსტრაქტში შემავალი რასვერატროლი ააქტივებს ცილას, რომელიც იწვევს ”ცუდი” უჯრედების დაღუპვას. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ რასვერატროლი აქვეითებს კუჭის კიბოს რისკს და შეუძლია შეაფერხოს უკვე ფორმირებული სიმსივნის შემდგომი განვითარება.
პომიდორი ამცირებს საყლაპავის, სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლის, განსაკუთრებით კი წინამდებარე ჯირკვლის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რიკსს.. მისი ძალა მდგომარეობს კაროტინოიდ ლიკოპინის მაღალ შემცველობაში. იტალიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 2700 პაციენტის დიეტა და შეადარეს ის იმ 2900 ჯანმრთელი ადამიანის კვებით ჩვევებს, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ პომიდორს. აღმოჩნდა, რომ პომიდვრის დიეტის მოყვარულებს ნაწლავის კიბოთი დაავადების 30-40%-ით ნაკლები რისკი გააჩნიათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც პომიდორს იშვიათად მიირთმევენ.


ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში 6 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 47 ათას მამაკაცს, რომელთა შორისაც იყვნენ პაციენტების რისკის ჯგუფიდან. ერთი ჯგუფი ყოველდღიურად მიირთმევდა პომიდორს, ხოლო მეორე ჯგუფის კვების რაციონში ის არ შედიოდა. პომიდვრის მოყვარულებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი დაავადების შანსი შემცირდა 21-34%-ით.


ფილადელფიის და დეტროიტის (აშშ) ონკოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროსტატის კიბოთი დაავადებულ იმ პაციენტებში, რომლებიც ოპერაციის წინ იღებდნენ ლიკოპინს, ოპერაციული გზით მოშორებული სიმსივნის ზომები ბევრად ნაკლები იყო, ასევე უფრო იშვიათად ვითარდებოდა მეტასტაზები. პაციენტები გამოსაკვლევი ჯგუფიდან დღიურად მიირთმევდნენ დაახლოებით 460გ პომიდორს, თანაც არამარტო უმი სახით. უნდა აღინიშნოს, რომ ლიკოპინი არ კარგავს თავის თვისებებს მოხარშვის, ჩათუთქვის და შეწვის შემთხვევაში. თუმცა ამავდროულად გასათვალსწინებელია, რომ მისი შეთვისებისათვის აუცილებელია ცხიმის არსებობა.


ფორთოხალში და მანდარინში აღმოჩენილი ნატურალური ნივთიერებები იცავს ორგანიზმს ფილტვის კიბოსაგან. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ ხილში დაარეგისტრირეს 22 აქტიური ნივთიერება, მათ შორის ტანგერეტინი, ნობილეტინი და სინენსეტინი, რომლებიც წყვეტენ ონკოუჯრედების გამრავლებას. ერთი ჭიქა ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი საკმარისია ასკორბინის მჟავაზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს უკანასკნელი იცავს ჩვენს უჯრედებს ავთვისებიანად გადაგვარებისაგან.


ამერიკელმა მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ ის ქალები, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში C ვიტამინის მაღალი შემცველობა, უფრო ნაკლებად ავადდებიან ძუძუს კიბოთი. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ხოდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ზეითუნის ზეთის გამოყენებას, რომელიც გამოირჩევა ამ ვიტამინის მაღალი შემცველობით. მისი აზრით, ასკორბინის მჟავა 25%-ით ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.


თევზში შემავალი პოლიუჯერ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავეებს (მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ქაშაყი, ორაგული, სარდინები, მაკრელი) შეუძლიათ დაიცვან სუსტი სქესის წარმომადგენლები ძუძუს კიბოსაგან. რაც შეეხება სელენს, ის დიდი რაოდენობითაა კიბორჩხალებში, მიდიებში და ზღვის სხვა პროდუქტებში. იგი ხელს უშლის პანკრეასის და პროსტატის კიბოს განვითარებას.


ექიმები ამტკიცებენ, რომ კომბოსტოს ყველა სახეობა, განსაკუთრებით კი ბროკოლი, შეიცავს სულფორაფანს, რომელსაც შეუძლია სიმსივნის ზრდის დათრგუნვა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий