среда, 16 июля 2014 г.

ძუძუს კიბოს განვითარების რისკის განსაზღვრა სისხლის მარტივი ტესტით

ძუძუს კიბოს განვითარების რისკის განსაზღვრა სისხლის მარტივი ტესტით

მეცნიერთა მტკიცებით,  სისხლის მარტივი ტესტით შესაძლებელია  20 წლის შემდეგ
ძუძუს კიბოს განვითარების რისკის წინასწარ განსაზღვრა.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკოვან ქალებს, რომლებსაც გარკვეული სქესობრივი ჰორმონების მაღალი დონე აღენიშნებოდათ, დაავადების განვითარების რისკი ორჯერ მეტი ჰქონდათ, ვიდრე ქალებს, ჰორმონების ნაკლები შემცველობით.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ქალები, რომელთაც აღენიშნებათ ესტრადიოლის (ესტროგენის მთავარი ფორმა), ტესტოსტერონის და DHEAS-ის (თირკმელზედა ჯირკვლის მიერ წარმოებული ჰორმონი) მაღალი დონე.


ტესტი შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ფაქტორებთან კომბინაციაში, როგორიცაა მაგ. ოჯახური ისტორია, მაღალი რისკის მქონე პირთა უფრი ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს გაიარონ ექსტრა სკრინინგი კიბოს ადრეული სტადიის გამოსავლენად ან ჩაიტარონ შესაბამისი პრევენციული მკურნალობა.


ამერიკელმა მეცნიერებმა (Harvard Medical School and the Brigham and Women’s Hospital in Boston) ზ.ა. დასკვნა გააკეთეს ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე 800 ქალის მონაცემების ანალიზის საფუძველზე.


ყველა ქალს ჩაუტარდა სისხლის ტესტი  კვლევის დასაწყისში და ოცწლიანი კვლევის ბოლოს. მეცნიერებმა გააანალიზეს იმ ქალების (1600) ჰორმონალური დონეც, რომელთაც არ განუვითარდათ კიბო.  კვლევის დასაწყისისთვის ყველა ქალი პოსტმენოპაუზურ პერიოდში იყო.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰორმონების შემცველობის მიხედვით სიის ზედა 25%-ში მოხვედრილ ქალებს 50-107%-ით უფრო ხშირად უვითარდებოდათ ძუძუს კიბო, ვიდრე სიის ქვედა 25%-ში მოხვედრილებს. გარდა ამისა, ჰორმონების უფრო მაღალ კონცენტრაციას კიბოს უფრო აგრესიული ფორმის განვითარების  მეტი ალბათობა შეესაბამებოდა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий