პროსტატის კიბო ვითარდება А ვიტამინის დეფიციტის დროს
მეცნიერებმა იორკის უნივერისტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) დაადგინეს, რომ A
ვიტამინის რეგულარული მიღება შეიძლება გამოყენებული იქნას პროსტატის კიბოს თავიდან ასაცილებლად. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ სიმსივნის წარმოქმნა და განვითარება დამოკიდებულია ნივთიერება რეტინოის მჟავის ორგანიზმში არსებულ დონეზე, რომელიც ზემოაღნიშნული А ვიტამინისაგან წარმოქმნილი პროდუქტია.
ვიტამინის რეგულარული მიღება შეიძლება გამოყენებული იქნას პროსტატის კიბოს თავიდან ასაცილებლად. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ სიმსივნის წარმოქმნა და განვითარება დამოკიდებულია ნივთიერება რეტინოის მჟავის ორგანიზმში არსებულ დონეზე, რომელიც ზემოაღნიშნული А ვიტამინისაგან წარმოქმნილი პროდუქტია.
მეცნიერთა აზრით, ჩატარებული კვლევა შეიძლება საფუძვლად დაედოს კიბოს საწინაღმდეგო მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნას და მთელი რიგი მნიშვნელოვანი რჩევების შემუშავებას იმ დამიანებისათვის, რომლებიც იმყოფებიან პროსტატის კიბოს განვითარების მომატებული რისკის ჯგუფში და დაეხმარება მათ ამ დაავადების თავიდან აცილებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული კვლევების სერიაში სამუშაო ტარდებოდა მხოლოდ კიბოს უჯრედებზე, ამ კვლევის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა პროფესორმა ნორმან მაიტლანდმა (Norman Maitland) იორკშირის კიბოს კვლევების ცენტრიდან თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ А ვიტამინს ასევე შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მთელი რიგი სხვა სახეობების კიბოს განვითარებზე და დინამიკაზე.
”- ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ А ვიტამინი უახლოეს მომავალში გამოყენებული იქნება, როგორც პროსტატის კიბოს პროფილაქტიკური საშუალება. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ მისგან წარმოებულ ნივთიერებას შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედები ან იმდენად დაასუსტოს, რომ დაავადება შემდგომში ბევრად უკეთესად დაექვემდებარება მკურნალობის ტრადიციულ მეთოდიკებს. ამ კვლევის საფუძველზე წარმოებული კლინიკური გამოცდები შეიძლება გახდეს იმედიანი მომავლის მაუწყებელი პროსტატის კიბოთი დაავადებული ადამიანებისათვის”, -განმარტავს მაიტლანდი. ამასთან ერთად, ის აფრთხილებს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს, არ დაიწყონ А ვიტამინისშემცველი საკვები დანამატების შეძენა, რომლებიც, მისი სიტყვებით, შეიძლება ტოქსიური აღმოჩნდეს და გამოიწვიოს ანთება და როგორც შედეგი, თავისთავად მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება. ამასთან ერთად, მეცნიერი გვირჩევს А ვიტამინის მიღებას ყოველდღიური კვების რაციონის ფარგლებში ცხიმიანი თევზის, სტაფილოს, ღვიძლის, წიწაკის და მუქი ფერის ფოთლოვანი ბოსტნეულის სახით.
ამ ბოლო დროს სხვადასხვა ვიტამინები აქტიურ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს კიბოს წინაღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებად აღიარების მისაღწევად. ამ მხრივ ჯერჯერობით ფავორიტად მიიჩნევა А , C და D ვიტამინები. მაგალითად D ვიტამინმა საუკეთესოდ აჩვენა თავი კანის კიბოსა და ლეიკემიის დროს. С ვიტამინი მშვენივრად მუშაობს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს. მეცნიერთა ვარაუდით, თუკი ვისწავლით ვიტამინების სწორად კომბინირებას, მათი გამოყენების ეფექტურობა ბევრად მოიმატებს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий