среда, 16 июля 2014 г.

ანტიოქსიდანტები პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ

ანტიოქსიდანტები პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ

ახალი კვლევის მიხედვით, ვიტამინი E, ვიტამინი C და სელენით მდიდარი დიეტა
ამცირებს პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს.


კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარენ აღნიშნული ანტიოქსიდანტების შემცველ საკვებს, პანკრეასის კიბოს განვითარების ორი მესამედით ნაკლები რისკი აღენიშნებათ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთა დიეტაც ამ ნუტრიენტებს ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Gut.

ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება ვიტამინები, მინერალები და სხვა ნუტრიენტები, რომლებიც იცავენ უჯრედებს „თავისუფალი რადიკალებით“ დაზიანებისგან.  


მკვლევარებმა გაანალიზეს 40-დან 74 წლამდე ასაკის 23 500 მეტი ადამიანის რაციონი. 10 წლის მანძილზე ამ ჯგუფიდან 49 ადამიანს განუვითარდა კიბო. მეცნიერებმა შეადარეს კიბოს დიაგნოზოს მქონე მონაწილეების დიეტა საკონტროლო ჯგუფს 4000 ადამიანის შემადგენლობით.


დეტალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სელენით მდიდარი საკვების დიდი რაოდენობით მომხმარებლებში 50%-ით უფრო იშვიათად ვითარდებოდა კიბო, ხოლო დიეტაში სელენის, ვიტამინი E-სა და C-ს დიდი რაოდენობით შემცველობა კი 67%-იან დაცვას უზრუნველყოფდა. აღსანიშნავია, რომ აქ იგულისხმება ნუტრიენტების შემცველობა  საკვებ პროდუქტში და არა ბადებში.


აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარ პროდუქტებს წარმოადგენს ციტრუსები, წითელი კენკროვნები, წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა, მცენარეული ზეთი, თხილეული, მზესუმზირა, კვერცხის ყვითრი, თევზი და მარცვლოვანნი.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий