კოფეინის შემცველი პროდუქტები - საუკეთესო დაცვა კანის კიბოსაგან

სკოლის წამყვანი ონკოლოგების დასკვნა. მათი სიტყვებით, კოფეინით მდიდარი პროდუქტები დაგვიცავს ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომისაგან.

ექსპერტებმა გაანალიზეს რისკი დაახლოებით 113 000 ადამიანის მაგალითზე. 20-წლიანი დაკვირვების მანძილზე 22800 ადამიანს განუვითარდა კარცინომა. ამასთან კიბოს გამოვლენის ალბათობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო იმათ შორის, ვინც სვამდა დიდი რაოდენობით ყავას, კოლას და კოფეინის შემცველ სხვა მსგავს სასმელებს. რაც შეეხება უკოფეინო ყავას, მას არ აღმოაჩნდა ასეთივე პოზიტიური ეფექტი.
უნდა ითქვას, რომ ადრე კოფეინი გამოცადეს მღრღნელებზე. მაშინ გაკეთდა დასკვნა, რომ კოფეინი ხელს უშლის სიმსივნეს ზრდაში. თუმცა, სპეციალისტები გვარფთხილებენ, რომ ჯერ-ჯერობით არ გავზარდოთ კოფეინის მოხმარება. ვინაიდან მას შეუძლია გაზარდოს გართულებების განვითარების რისკი, განსაკუთრებით კარდიოლოგიურ პაციენტებში და დიაბეტით დაავადებულებში.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий