среда, 16 июля 2014 г.

ისპანახი კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი დნმ-ის ცვლილებებს აჩერებს

ისპანახი კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი დნმ-ის ცვლილებებს აჩერებს

შემწვარ ხორცში წარმოშობილი კანცეროგენები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან
იგი მოქმედებს რნმ-ზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ცილის პირველადი სტრუქტურის შესახებ. ისპანახს შეუძლია ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის შემცირება, ამბობენ ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერები. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ისპანახი სიმსივნის განვითარების სიხშირეს 58%-დან 32%-მდე ამცირებს, იტყობინება Science Daily. 


ითვლება, რომ კიბო ახდენს დნმ-ს ცვლილებების პროვოცირებას, რაც იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდას. ამ პროცესზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დიეტა, გარეგანი ტოქსინები, ცხოვრების წესი, რაც აისახება გენებისა და საინფორმაციო რნმ-ის ექსპრესიაზე. ცნობილია, რომ საინფორმაციო რნმ-ის ზემოქმედებით ხდება დნმ-ის გარკვეული ნაწილების დათრგუნვა ან პირიქით, ექსპრესია.


ჩატარებული ექსპერიმენტების ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ 679 საინფორმაციო რნმ-ის მოქმედებას. მათი არასწორი მუშაობის დროს ხდებოდა კიბოს განვითარების დაწყება. მეცნიერთა თქმით, აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და სწორედ ამ დროს ავლენს ისპანახი პოზიტიურ მოქმედებას.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий