პროსტატის კიბოს დროს ჰორმონული პრეპარატების უწყვეტად მიღება უფრო ეფექტურია, ვიდრე კურსობრივი თერაპია

ეფექტური აღმოჩნდა კურსობრივად დანიშნულ ანალოგიურ თერაპიასთან შედარებით. ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან (აშშ) მახა ჰუსეინის ხელმძღვანელობით.

კვლევაში მონაწილეობისათვის შერჩეული იქნა 3040 მამაკაცი, რომლებსაც დადგენილი ქონდათ პროსტატის ჰორმონადამოკიდებული მეტასტაზური კიბო. კვლევის მონაწილეთა ნახევარი მუდმივად იღებდა ჰორმონულ თერაპიას, ხოლო მეორე ნაწილი ამ თერაპიას იტარებდა შვიდთვიანი კურსის სახით, რომელსაც მოსდევდა შესვენება. მოხალისეების ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ 15 წლის განმავლობაში.
კვლევის შედეგების მიხედვით, უწყვეტად ნამკურნალები პაციენტების ზოგადი გადარჩენის დრო, საშუალოდ, 5,8 წელი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფში ეს დრო ძლივს გადაცდა 5 წელს. ამასთან, კვლევის იმ მონაწილეებში, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების საწყის სტადიაზე იმყოფებოდნენ, სიცოცხლის გახანგრძლივებას შორის განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის თითქმის ორი წელი აღმოჩნდა. მკურნალობის დაწყებიდან ათწლიანი საზღვარი პაციენტთა პირველი ჯგუფიდან გადალახა 29%-მა, ხოლო მეორე ჯგუფიდან - 23%-მა.
კვლევის ავტორები ამავდროულად აღნიშნავენ, რომ იმ დაავადებულთა შორის, რომლებიც ჰორმონებს იღებდნენ კურსის სახით, ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი, კერძოდ სექსუალური აქტივობა, უფრო მაღალი იყო, ვიდრე პირველ ჯგუფში. თუმცა ისინი ხაზგასმით მიუთითებენ, რომ ოპტიმალური თერაპიის შერჩევისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ პაციენტის ობიექტური მდგომარეობით და გადარჩენის მაჩვენებლებით.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий