суббота, 19 июля 2014 г.

კიბოს ეპიდემიაში ინფექციებს ადანაშაულებენ

კიბოს ეპიდემიაში ინფექციებს ადანაშაულებენ

კიბოს საკითხებისადმი მიძღვნილ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Lancet
Oncology, გაჟღერდა მოულოდნელი დასკვნები. სპეციალისტების აზრით, კიბოს უკან დგას ინფექციური და პარაზიტული დაავადებები. შესაბამისად, მათთან ბრძოლას შეუძლია კარდინალურად შეცვალოს ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებული სიტუაცია.


ამრიგად, სწორი პრევენციული პოლიტიკა და მკურნალობა ვაქცინაციის სახით, ჰიგიენის წესების დაცვა და ანტიმიკრობული ღონისძიებები შესაძლებელს გახდის, გადარჩეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე. 


სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2008 წელს ინფექციებმა და პარაზიტებმა გამოიწვიეს კიბოს ყოველი მეექვსე შემთხვევის პროვოცირება. მთლიანობაში, მთელ მსოფლიოში ყოველ წელიწადს 12,7 მლნ ადამიანში ხდება კიბოს დიაგნოზის დადგენა. დღეისათვის პათოგენების მიზეზით კიბო ყოველწლიურად უვითარდება ორ მილიონამდე ადამიანს, ხოლო ნახევარი მილიონი კი კვდება. განსაკუთრებულ შეშფოთებას მეცნიერებში იწვევენ В და С ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები, ადამიანის პაპილომავირუსი და Helicobacter pylori. ისინი აპროვოცირებენ ღვიძლის კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს და კუჭის კიბოს განვითარებას, რაც გამოვლინდება ყოველწლიურად 2 მლნ ახალი შემთხვევის სახით.


მაგალითად, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ინფექციური გენეზის აღმოჩნდა ონკოლოგიურ დაავადებათა 3,3%. ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი გაუტოლდა 32,7%-ს. ქალებში ინფექციებით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 50% მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოზე, ხოლო მამაკაცებში იგივე მიზეზით გამოწვეული კიბოს შემთხვევების 80% მოდის ღვიძლისა და კუჭის კიბოზე.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий